Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალები, ლგბტ ადამიანები, ეთნიკური და სხვა უმცირესობები ევროპარლამენტის ანგარიშში

14 ნოემბერი, 2018 15:28

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგას შემდგომი ნაბიჯები ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, მათ შორის სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლით, შრომით ბაზარზე შრომის განახლებული კოდექსის მეშვეობით, დაიცვას ლგბტ ადამიანები, ბოშები, აივ-ინფიცირებული და შშმ პირები, სხვა უმცირესობები.

შესაბამისი მოწოდება ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც „ასოცირების შეთანხმების" შესრულებას ეხება და რომელსაც კენჭი დღეს უნდა უყარონ პლენარულ სხდომაზე. 

დოკუმენტში ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონმდებლობა შეუსაბამოს გაეროს კონვენციას, რომლის რატიფიცირებაც 2014 წელს მოხდა. 

„ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას შემდგომი ნაბიჯები ქალების დასაცავად ყველა ფორმის ძალადობისა და სექსუალური შევიწროებისგან სამუშაო და საჯარო ადგილებში. ამავდროულად, გაზარდოს ქალთა წარმომადგენლობა შრომით ბაზარზე და პოლიტიკაში, სადაც ისინი ნაკლებად არიან წარმოდგენილნი" - ნათქვამია ანგარიშში. 

ევროპარლამენტი ასევე საუბრობს ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს ძალისხმევა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის, უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა ბავშვებისთვის (მათ შორის შშმ). ამავდროულად, ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის ვალდებულებას, ზედამხედველობა გაუწიოს ბავშვებს თავშესაფრებსა და რელიგიური ჯგუფების საცხოვრებელ დაწესებულებებში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^