პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, არჩევნების თარიღი ცესკომდე დაასახელა. კალაძის განცხადებით, 28 ნოემბერს არჩევნების შედეგი იმ კვლევებისგან განსხვავებული იქნება, რაც დღეს Edison Research-მა გამოაქვეყნა.
„კვლევები გაკეთებული იყო მიზანმიმართულად, რომ რეზოლუცია, რომელიც გუშინ გაჟღერდა ევროპარლამენტში, ეს გადაეფარათ. კვლევები არის ჩვეულებრივი სიცრუე და მანიპულირება საზოგადოებრივ აზრზე. ჩვენ თუ გადავხედავთ გასული წლების განმავლობაში როგორ ცხადდებოდა კვლევები, რა შედეგებს გვეუბნებოდნენ და რა შედეგებს ვიღებდით არჩევნების შემდეგ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს, სალომე ზურაბიშვილია მესამე ადგილზე, ესეც გვახსოვს. თუმცა რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული და 28 ნოემბერს აღმოჩნდება განსხვავებული რეალობა, ვიდრე დღეს იყო წარმოდგენილი. ის კვლევა, რომელიც დღეს „რუსთავი 2-მა“ გამოაქვეყნა, არის ძალიან დიდი ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, - განაცხადა კალაძე.
ცესკოს სხდომა 19 საათისთვის გადაიდო
დღეს, 14 ნოემბერს 13 საათზე დანიშნული ცესკოს სხდომა 19 საათისთვის გადაიდო, - ამის შესახებ ინფორამაციას ცესკო ავრცელებს.
დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში შედის საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება, ასევე განკარგულების პროექტი - საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ;