Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროკავშირი ხელისუფლებას შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს

14 ნოემბერი, 2018 15:57

ევროკავშირი ხელისუფლებას მოუწოდებს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის მოქმედების არეალი გააფართოვოს. ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც „ასოცირების ხელშეკრულების" შესრულებას ეხება და რომელსაც კენჭი დღეს უნდა უყარონ პლენარულ სხდომაზე, ნათქვმია, რომ ევროკავშირი მიესალმება სამუშაო ადგილების შექმნისა და შრომითი უფლებების საკითხზე ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს - შრომის უსაფრთხოების კანონის მიღებას სამუშაო ადგილებზე ინციდენტებით გამოწვეული მსხვერპლის შესამცირებლად.

„ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს ვალდებულებებს საერთაშორისო შრომის სტანდარტების დაცვის შესახებ და მიუთითებს სამუშაო პირობების ინსპექციის დეპარტამენტის დამოუკიდებელი ინსპექციის სისტემად ტრანსფორმაციის საჭიროებაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის შესაბამისად, რათა გაუმჯობესდეს შრომის უსაფრთხოება და არადეკლარირებული სამუშაო შემცირდეს" - ნათქვამია ანგარიშში. 

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ უნდა დასრულდეს დისკრიმინაცია დამსაქმებელთა მხრიდან მათ მიმართ, ვინც პროფკავშირების წევრობის უფლებით სარგებლობს და შეშფოთებას გამოთქვამს ბავშვთ, ასევე პროფკავშირებისთვის არასათანადო თავისუფლებების მინიჭების გამო. 

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ შრომის უსაფრთხოების „ასოცირების შეთანხმების" მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^