„ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციების ამოქმედება 2019 წლის პირველ იანვრამდე გადაიდო.
ისინი 2018 წლის პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. მაგრამ ამ ვადამ 15 ნოემბრამდე გადაიწია. მაშინ ეროვნულ ბანკში ამის მიზეზად დაგეგმილი რეგულაციების შერბილებასა და ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მუშაობას ასახელებდნენ.
. . . . . . . . . . . .
ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები შემდეგ საკითხებს მოიცავს:
- იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი.
- უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება.
- ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი.
- ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.
ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, განსაზღვრული იყო ექვსი საშემოსავლო საფეხური და სესხის კოეფიციენტი:
- თვეში 10 000 ლარზე მეტი – ბანკი თავისი შიდა პოლიტიკის მიხედვით ადგენს სესხსა და პირის შემოსავალს შორის ბალანსს.
- თვეში 7 000-10 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 30 პროცენტი, ანუ 3000 ლარამდე;
- თვეში 5 000-7 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 25 პროცენტი, ანუ 1 750 ლარამდე;
- თვეში 3 000-5 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 1000 ლარამდე;
- თვეში 1 000-3 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 600 ლარამდე;
- თვეში 1 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 200 ლარამდე.