საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო კორპუსში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „ლიბერალს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად ჩამოიშალა კორპუსი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ლიბერალს" არ დაუდასტურეს.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.