Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულებას კვლავ თავს არიდებს - საია

15 ნოემბერი, 2018 12:26

დანაშაულის პრევენციის ცენტრი დღემდე არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას ახობაძის საქმეზე - საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დანაშაულის პრევენციის ცენტრი დღემდე არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მას თამაზ ახობაძის სამსახურში აღდგენა და აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2017 წლის 15 სექტემბერს შევიდა.

საია-ის ცნობით, საქმის განხილვის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წელს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა თამაზ ახობაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.  დამსაქმებელმა გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რეორგანიზაციას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და მიზნად ისახავდა თამაზ ახობაძის გათავისუფლებას. ამდენად, საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ დასაქმებულები გათავისუფლდნენ კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან მათ მიმართ სუბიექტური განწყობის გამო, რაც არ იყო კავშირში დასაქმებულების მუშაობის ხარისხსა და მათ კომპეტენციასთან.

„კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის თავის არიდება, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს თამაზ ახობაძის სადავო პოზიციაზე აღუდგენლობას და შესაბამისად, აღდგენამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის გადაუხდელობას, შესაძლოა, ასევე, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ამ ფაქტზე, პროკურატურისათვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან შესაბამისი რეაგირება დღემდე არ მომხდარა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

საია მიიჩნევს, რომ ცენტრის მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ამ დრომდე აღუსრულებლობა არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო, რის გამოც მოუწოდებს:

- იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ დანაშაულის პრევენციის ცენტრს - დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, აღადგინოს თამაზ ახობაძე სამსახურში და აუნაზღაუროს მას განაცდური ხელფასი;

- აღსრულების ეროვნულ ბიუროს - მიიღოს შესაბამისი ზომები სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად;

- საქართველოს პროკურატურის ორგანოებს - წინამდებარე საქმეზე დაიწყონ გამოძიება და დაადგინონ, რამდენად იკვეთება დანაშაულის ნიშნები შესაბამისი პირების ქმედებებში.

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი უწყებების მიერ არ მოხდება მათი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო ზომების გატარება და თამაზ ახობაძის სასარგებლოდ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დროულად აღსრულება, საია გეგმავს ახობაძის ინტერესების დასაცავად საჩივრით მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^