ფოტო: ajaratv.ge
„ქართული ოცნების" მხარდაჭერის მქონე პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სააგიტაციო ბილბორდზე ბათუმში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ფოტოცაა. სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს.
თბილისში მეორე ტურისთვის განთავსებულ ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია გამოსახული.