Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროფკავშირების გაერთიანებამ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

15 ნოემბერი, 2018 12:51

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერებმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს. 

მათი თქმით, მათ სურთ, რომ ღირსეული მომავალი იყოს ქვეყანაში და რევანშისტული ძალის პოლიტიკაში დაბრუნებით ეს მომავალი მოისპობა. მათი თქმით, ისინი მხარს უჭერენ მმართველი პარტიის მხარდაჭერის მქონე კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. 

„ჩვენ ერთხელ უკვე ვთქვით უარი წარსულზე და გვსურს ღირსეული მომავალი გვქონდეს, ხოლო რევანშისტული ძალის პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში ეს პერსპექტივა პრაქტიკულად მოისპობა. 

ამავდროულად ვთვლით, რომ დღევანდელი არსებული სიტუაცია საჭიროებს ახალი რეალური პოლიტიკური ძალის შექმნას და ვთვლით, რომ დღევანდელმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა შეუწყოს ხელი ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობის დამკვიდრებას“, - განაცხადეს ბრიფინგზე პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის წევრებმა . 

მათი თქმით, ისინი მოიწვევენ პროფკავშრების წევრებს და მათთან ერთად დაგეგმავენ ბრძოლის სტრატეგიას „რევანშისტული ძალების დაბრუნების წინააღმდეგ და ასევე ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნისთვის“. 

„ჩვენ, რომლებიც წარმოვადგენთ სხვადასხვა დასაქმებულ ადამიანებს, ვალდებულნი ვართ, მოვიწვიოთ ეს ადამიანები სამშაბათს 5 საათზე, მოვუსმინოთ მათ და ერთობლივად დავსახოთ ჩვენი ბრძოლის სტრატეგია. 

პროფკავშირში ძალიან ბევრი პოლიტიკური გემოვნების ადამიანი გვყავს, ჩვენ ჩვენს ანალიზს, შეხედულებებს კიდევ ერთხელ გავივლით პროფკავშირის წევრებთან ერთად და კონსენსუსის შემთხვევაში დავგეგმავთ ბრძოლის სტრატეგიას“, - განაცხადეს პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის წევრებმა.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^