მე მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს და თუკი ვინმე მთხოვს, რომ სურთ მის ბილბორდზე ჩემი დახატვა, რა თქმა უნდა, დავთანხმდები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განუცხადა.
„მე გამოცხადებული მაქვს, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს ვუჭერ. ეს დამალული არ არის და ჩემი ფოტოც რომ გამოიფინოს, აქ ვერავითარ დარღვევას ვერ ვხედავ. ბილბორდებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საარჩევნო შტაბმა მიიღო და ალბათ თავისი გათვლები აქვთ. ბილბორდებზე გამოხატული არის ის, რაც ისედაც ცნობილია - ვინც ბილბორდი ნახა და ბილბორდიდან შეიტყო, რომ ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს? ეს იმ რეალობის ასახვაა, რაც არსებობს და ამაში არავითარი დარღვევა არ არის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ფოტო► სოციალურ ქსელში ზურაბიშვილი-ივანიშვილი-კობახიძის ფოტოებს აშარჟებენ