Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტენსიური თოვის გამო კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

16 ნოემბერი, 2018 11:48

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, კობი-გუდაურის 93-104 კილომეტრზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია. 

ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვებია დაწესებულია ამავე გზის  მლეთა-გუდაურის მონაკვეთზეც. კერძოდ, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობა კი მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დაშვებული.

ასეთივე შეზღუდვებია თოვის და ლიპყინულის გამო ფარავანის უღელტეხილზეც. სააგენტოს ინფორმაციით, ინტენსიურად თოვს გომბორის უღელტეხილზეც. 

საავტომობილიო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი წერეთლის განმარტებით, ამჟამად ზემოხსენებულ მონაკვეთებზე ტექნიკურ მარილს ყრიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^