სავარაუდოდ ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო მოკლულ ვიტალი საფაროვს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭა. ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ამ წუთებში „თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს.
ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ვიტალი საფაროვი თბილისში 24 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულებს პროკურატურამ 31 ოქტომბერს ბრალი დაუმძიმა.
„საქმე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკვლელობის ჩადენის მუხლით გადაკვალიფიცირდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტი, სასჯელის სახით, 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში.
საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. იგი მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.