ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გივი მაჭარაშვილის (97 კგ) რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არიან - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
კენჭაძე რუსეთის წარმომადგენელ გაჯი ნაბიევს, ხოლო მაჭარაშვილი ამერიკელ კოლინ მოორს შეხვდება.
ფინალი ხვალ 17 ნოემბერს, 20:00 საათიდან დაიწყება.