გორში, კულტურისა და დასვენების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ. პარკში ყველა შესასვლელი გადაკეტილია და უცხო პირებს არ უშვებენ.
IPN, „რუსთავი 2“ და „პირველი არხი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ პოლიცია ბაღში, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გატაცებული ბავშვის ცხედარს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრის ადგილსამყოფელი გატაცების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა ი.ნ.-მ მიუთითა. ი.ნ. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ადგილზე გატაცებული ბავშვის ოჯახის წევრებიც მივიდნენ, თუმცა, მათი თქმით, შსს-სგან არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.
„ლიბერალი“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის გადამოწმებას.