ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გადაცემა P.S. უჩვეულო ფორმატით გადის. წამყვან გიორგი გაბუნიას ნაცვლად ეკრანზე ჩანს, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის ტანზე ფოტომონტაჟით მიმაგრებული ბიძინა ივანიშვილის, გიორგი გახარიას, კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერთა სახეები.
„ნუ გენიოსია ეს გაბუნია და რაც გინდა ქენი. არც არავისთვის უკითხავს. არც არავისთვის შუთანხმებია. მოიგონა. გააკეთა. გარისკა. გამოუვიდა“, - წერს არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე.