25 ნოემბერს, თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეს, რუსთაველის გამზირზე მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე მასშტაბურ აქციას აანონსებენ:
„მინდა, რომ მთავრობამ თავისი დანაშაული აღიაროს, ეს იყო საუკუნის დანაშაული",- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს გამართულ აქციაზე. რუსთაველზე დღეს, შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად, პანკისის ხეობიდან 37 გვარის წარმომადგენელი ჩამოვიდა.