Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - სუსი

19 ნოემბერი, 2018 19:42

საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი, კრწანისის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე და მას 6 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა.

„დღეს სასამართლო პროცესის შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ თემურ გორგაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი პოლიტიკური მოტივით ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა და მისი დაკავება სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის ინტერესებს დაუკავშირა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულების საფუძველზე მიიღო".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თემურ გორგაძე 2018 წლის 28 თებერვალს დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ, მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თემურ გორგაძე მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 3500 ამერიკული დოლარის გადაცემის დროს დააკავეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^