Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არ იწყება გამოძიება კორუფციულ გარიგებაში ნარმანია-ლილუაშვილის შესაძლო მონაწილეობაზე

20 ნოემბერი, 2018 19:02

„სვეტის” დირექტორ გივი ჯიბლაძესთან 6 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც ის საუბრობს სუს-ის უფროსის მოადგილისა და მერის ყოფილი მოადგილის - გრიგოლ ლილუაშვილის, ასევე თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე, გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა 

გივი ჯიბლაძემ კორუფციის შესახებ „კურიერის“ ეთერში დაკავებდამდე ცოტა ხნით ადრე ისაუბრა.

„ლიბერალი“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და სუს-მა პროკურატურაში გადაამისამართა. 

პროკურატურის პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ გამოძიება აღნიშნულზე არ დაწყებულა, რადგან გივი ჯიბლაძე დუმილის უფლებას იყენებს. 

ჯიბლაძემ დუმილის უფლების გამოყენებამდე შესაძლო კორუფიული გარიგების შესახებ საჯაროდ, ინტერვიუში ისაუბრა - ამაზე  პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საფუძველი გამოძიების დასაწყებად.

ჯიბლაძე ინტერვიუში ამბობდა, რომ თბილისის მერის ყოფილი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი წილის სანაცვლოდ კომპანია „სვეტს“ სამშენებლო ნებართვებით უზრუნველყოფდა და  „მისი ვალდებულება ნებართვების გაკეთება იყო“.

გივი ჯიბლაძის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ლაშა ჭელიძე „სვეტში“ ფიქტიურად 20%-ს ფლობდა, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ჭელიძე კომპანიასა და ლილუაშვილს შორის მხოლოდ შუამავალი იყო. 

ჯიბლაძე დავით ნარმანიას ინტერესებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილი მერი „სვეტისგან“ 800 მ.კვ მიწის ფართობის ამხანაგობისთვის გადაცემას მოითხოვდა, რომლის წევრიც ნარმანიას ნათესავი იყო. 

„სვეტის“ დირექტორი ინტერვიუში ამბობს, რომ კახა კალაძის მერად არჩევის შემდეგ, იცოდა, რომ კალაძეს ექნებოდა „თამაშის ახალი წესები“. „რუსთავი-2-თან“ ჯიბლაძე აცხადებდა, რომ  კალაძის მოსვლის შემდეგ მას მოსთხოვეს, საკუთრება დაეზღვია კომპანია „უნისონში“ რადგან მისი თქმით, ამ კომპანიაში კახა კალაძის ინტერესები იკვეთებოდა.


3 ოქტომბერს სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირები დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენის ბრალდებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^