Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაჩალიკაშვილების ადვოკატი - ხელყუმბარაზე თემირლანის ნათითურები არაა, რადგან ეს ვერ მოასწრეს

21 ნოემბერი, 2018 12:12

19 ნოემბერს კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიმაკაძემ განაცხადა, რომ პანკისში, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩლიკაშვილის დნმ-ის კვალი ხელყუმბარაზეა დაფიქსირებული. 

ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აღნიშნულ განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. რაც შეეხება კვალს, ამბობს, რომ ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის ნათითურები არ არის ამოსული, რადგან ეს ვერ მოასწრეს.

ხელყუმბარაზე ანაბეჭდები არ არის. მაშინ, როცა ადამიანის დაჭრეს და სისხლისგან იცლებოდა, ის სახლიდან ჰყავთ გაყვანილი. ხელყუმბარის ჭერა, მერე მოიფიქრეს. თავისუფლად შეიძლება ადამიანის დნმ, სისხლი ამოსულიყო ხელყუმბარაზე, რადგან იმ ლოგინში იწვა თემირლანი, ძალიან თავისუფლად დადებდნენ იმ ლოგინზე ხელყუმბარას და რად უნდა ლაპარაკი იმას, რომ იქ ამოვიდოდა დნმ, სისხლი.

მთელი 3 საათი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოთახში არავის უშვებდა. ოჯახის წევრები დაკავებულები იყვნენ და ატყუებდნენ, ბავშვი კარგად არის, ცოტა ხანი გაჩერდითო. ამ 3 საათის განმავლობაში მოიტანეს ხელყუმბარა, მოიფიქრეს სცენარი, სისხლის და ბიოლოგიური მასალა ხელყუმბარაზე გადაიტანეს, სადაც თემირლანი იწვა და მისი სისხლი იყო. რა პრობლემა იყო?

რაც შეეხება ნათითურებს, ის ვერ მოასწრეს. თუ ადამიანმა ხელყუმბარის გახსნა სცადა, ხელი მოუჭირა, როგორ მოხდა ისე, რომ მასზე ნათითური არ არის, თუ ასე მჭიდროდ უჭერდა ხელს და ხსნიდა ხელყუმბარას? სპეცრაზმელმა თვითონ განმარტა, რა მდგომარეობაში მოჰყავდა. სხვა გამოსავალი არ მქონდა, ვესროლეო. მაშინ როგორ შეიძლებოდა მასზე ნათითური არ აღმოჩენილიყო?“, - აღნიშნავს ადვოკატი.

კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მიერ კიდევ ერთ გაჟღერებულ ინფორმაციას რაც შეეხება, სატელეფონო მიმოწერების აღდგენით დადგინდა, თითქოს, თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტებს უთანაგრძნობდა და თავადაც გამოხატავდა მზადყოფნას მათ დასახმარებლად, ადვოკატი აღნიშნულს არ ადასტურებს. ის არც ჩატაევის მიერ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე განხორციელებული ზარს ადასტურებს.

„ეს ინფორმაცია სრული არ არის, თარგმანი არ არის დადასტურებული. ერთი სიტყვაა ამოგლეჯილი რაღაც ვიდეოზე, რომელზეც ის საერთოდ სხვა კუთხით საუბრობს. დაკითხული ჰყავთ კიდეც გოგონა, ვისაც ის სმს-ებს წერდა. იმ ჩვენებასაც არ გვაცნობენ, არ გვაცნობენ მიმოწერებს სრულად. 2 წლის წინანდელი მიმოწერები ამოიღეს და რაღაც ბმებს აკეთებენ, რაც აბსურდია. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა.

ჩატაევი რა ტელეფონის ნომრით სარგებლობდა საქართველოში, დადგენილი არ არის. მისი ქართული ნომერი ვერ დაადგინეს. იცოდნენ იმ ჩეჩენი ბიჭების ნომრები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ და იმ ნომერს უკავშირებდნენ ზარს... ვიღაცის მიერ სადღაც ქუჩაში არის ნომერი აღებული, სადაც არც მალხაზის ხმა არ არის, ერთმანეთსაც სულ სხვა სახელებით მიმართავენ. არც ჩატაევის ხმა აქვთ და საერთოდ, არაფერი აქვთ. სავარაუდოდ, მას ქართული ნომერი არც ჰქონდა. ის ჩეჩნების საშუალებით მოქმედებდა“, - ამბობს კუბლაშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^