Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შვეიცარიაში ძროხებისთვის რქების მოჭრის საკითხზე რეფერენდუმი იმართება

21 ნოემბერი, 2018 16:53

შვეიცარიაში კვირას გაიმართება რეფენერდუმი საკითხზე, რომელზეც ბოლო დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით კამათი მიმდინარეობს.

მოსახლეობა კენჭს უყრის საკითხს - უნდა მოხდეს თუ არა იმ ფერმერთა სუბსიდირება, ვინც თავიანთ ძროხებსა და თხებს რქების ბუნებრივად გაზრდის საშუალებას აძლევს, ამის გამო კი დამატებით დაბრკოლებებს იქმნის.

პირუტყვისთვის ფერმებში, როგორც წესი, საკმაოდ მცირე ფართობია გამოყოფილი. რქიან ძროხებს კი მეტი სივრცე სჭირდებათ.

როგორც Reuters წერს, რეფერენდუმის იდეა „პირუტყვის ღირსების“ შენარჩუნებისთვის 66 წლის ფერმერს ერმინ კაპულს ეკუთვნის, რომელიც პირუტყვისთვის რქების მოკვეთის წინააღმდეგ წლებია, იბრძვის.

კაპულს რქების მოკვეთის წინააღმდეგ ამბოხი, როგორც თავად ამბობს, საქონლის „მოსმენამ“ შთააგონა. ფერმერი უკვე 9 წელია იბრძვის. აგროვებს ფულს იმისთვის, რომ გააფართოვოს ფერმები და იქ მყოფი თითოეული ცხოველისთვის საძოვარი სივრცე, რათა რქების მოკვეთა შეაჩეროს.

„ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ცხოველებს, პატივი უნდა ვცეთ ისეთებს, როგორებიც არიან. დავუტოვოთ რქები. როცა მათთან ხანგრძლივად მუშაობ, ხვდები, როგორ უჭირავთ თავი მაღლა მოკვეთამდე, მერე კი მოიწყენენ“, - უთხრა Reuters-ს ფერმერმა.

პირუტყვის 3/4-ს, რომელიც შვეიცარიაშია და ეროვნულ სიმბოლოს წარმოადგენს, რქები მოჭრილი აქვს ან გენეტიკურად აღარ ამოსდის.

კაპულის თქმით, ძროხები რქებს დღესაც იყენებენ. მაგალითად, კომუნიკაციის ან სხეულის ტემპერატურის რეგულირებისთვის. ამიტომ მათი მოკვეთა სულაც არ არის ისეთი უმტკივნეულო, როგორც მიღებულია.

ის ფერმერთა სუბსიდირებისთვის თითოეულ პირუტყვზე 190 შვეიცარიულ ფრნაკს (191.65$) ითხოვს. ფერმერი მხარდაჭერას თავდაპირველად პოლიტიკურ ჯგუფებში ცდილობდა. მას შემდეგ, რაც ეს არ გამოუვიდა, კაპულმა 100 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვება და ამ საკითხის რეფერნდუმზე გატანა შეძლო.

შვეიცარიელ ფერმერს მხარს ცხოველთადამცველებიც უჭერენ. პირუტყვს რქების მოკვეთისას ჯერ თავად რქებს აჭრიან, ხოლო ბუდეებს ცხელი რკინით შანთავენ.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს პროცედურა მტკივნეულია, რქების მოკვეთა კი ბუნებას ეწინააღმდეგება. მომხრეებს კი საპასუხო არგუმენტად ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია/კასტრაცია მოჰყავთ, როგორც ადამიანის სასიკეთო ჩარევა ცხოველთა პოპულაციაში.

„შვეიცარიაში ძროხებზე ამდენი არასდროს უსაუბრიათ“, - ამბობს კაპული - ფერმერი, გრძელი ჭაღარა წვერითა და ხელით ნაქსოვი ქუდით. გამორჩეული ფიგურა, რომელმაც ძროხებისადმი თავისი განსხვავებული მიდგომით მთელ ქვეყანაში გაითქვა სახელი.

ფერმერის კამპანიას ეწინააღმდეგება შვეიცარიის ხელისუფლება. მთავრობაში ამბობენ, რომ კაპულის მოთხოვნა ქვეყანას 30 მილიონ ფრანკზე მეტი დაუჯდება. ეს სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილ 3 მილიარდს უნდა მოაკლდეს. გარდა ამისა, დარგში ნეგატიურ ცვლილებებს გამოიწვევს.

თუმცა საკითხი რეფერნდუმზე მაინც გადის. „შვეიცარიაში ჩვეული ამბავია, რომ ამა თუ იმ საკითხს პირდაპირ ხალხი წყვეტს - ეს ეხება ყველაზე მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან თემებსაც“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი იოჰან შნეიდერ-ამანი.

კაპულის ინიციატივას ეწინააღმდეგება ფერმერთა ნაწილიც.

„ჩვენი ფერმების ასეთ მოწყობას თავისი უპირატესობები აქვს. ცხოველები ერთმანეთის გვერდით უფრო ახლოს და კომფორტულად ძოვენ თივას. რქების შემთხვევაში იზრდება ტრავმების რისკი, როგორც სხვა ძროხებისთვის, ისე მათი მომვლელებისთვის“, - ჰყვება ერთ-ერთი ფერმერი სტეფან გილგენი, რომელსაც 48 ძროხა ჰყავს.

„თითოეულმა ფერმამ თავისით უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია. ჩვენ სოფლის მეურნეობაში სხვა პრობლემებიც გვაქვს“, - დასძენს ფერმერი.

ხოლო რქების მოკვეთის პროცედურაზე ცხოველთა დამცველების ნაწილის მოსაზრებას არ იზიარებს ერთ-ერთი ვეტერინარი. ჯეინ-მარი სურეს თქმით, რომელიც ძროხებს რქებს აჭრის, ის თითოეულ მათგანს პროცედურის დაწყებამდე ადგილობრივ ანესთეზიას უკეთებს.

„შანთს კი მხოლოდ შვიდი წამით ვადებ. ვწვავ მათ კანს და კაპილარებს, რათა რქის ბუდე შეხორცდეს და აღარ გაიზარდოს. ეს ყველაფერი იმდენად უმტკივნელოა, რომ ძროხები ყურსაც კი არ აიქნევენ ხოლმე“, - ამბობს ვეტერინარი Reuters-თან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^