Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაიმართება თუ არა დებატები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ

21 ნოემბერი, 2018 18:20

გაიმართება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მერე ტურის წინ კანდიდატებს შორის დებატები, ეს დამოკიდებულია კანდიდატების შეთანხმებაზე - განმარტავენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. „პირველი არხი" საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, ერთმანეთში შეთანხმების შემთხვევაში, დებატებისთვის საეთერო დროს უთმობს. 

„ჩვენ მზად ვართ, დიდი სიამოვნებით დავუთმოთ ეთერი დებატებს, თუმცა დაგეგმილია-მეთქი ვერ გეტყვით, ეს კანდიდატების ურთიერთთანხმობაზეა დამოკიდებული“, - უთხრა „ლიბერალს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვირმაძემ

გეგმავს თუ არა გრიგოლ ვაშაძე, საარჩევნო დებატებში გამოიწვიოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი? - გრიგოლ ვაშაძის შტაბში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილის დებატებში გამოწვევა არ იგეგმება. მათივე განმარტებით, დღემდე ამ თემაზე სალომე ზურაბიშვილის შტაბთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

ამავე კითხვით სალომე ზურაბიშვილის შტაბს მივმართეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ, - ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებას არ უპასუხეს. 

„პირველი არის" ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პრეზიდენტობის კანდიდატებს სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს გადაცემაში „არჩევნები 2018“ მონაწილეობა შესთავაზეს. ამ შემთხვევაში, გადაცემის ფორმატის თანახმად კანდიდატები ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას. მათივე ცნობით, „პირველმა არხმა" სალომე ზურაბიშვილისგან თანხმობა უკვე მიიღო და იგი გადაცემაში მონაწილეობას პარასკევს, 23 ნოემბერს, 22:00 საათზე მიიღებს.

არჩვენების პირველ ტურამდე, 28 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე დებატებში გამოიწვია. 

„გადავწყვიტე ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ ამ დებატებში, მივიღებ მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში, რათა მე დავაფიქსირო ჩემი სიმართლე, პოზიციები და ყველასთვის ნათელი მოვფინოთ იმას, რაც ხდება დღეს ქვეყანაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. „პირველ არხზე" პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები 24 ოქტომბერს გაიმართა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^