Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტრო: თბილისში 3000 სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური ქალაქი აშენდება

22 ნოემბერი, 2018 11:23

განათლების სამინისტროს ცნობით, თბილისში 3000 სტუდენტზე გათვლილი  სტუდენტური ქალაქი აშენდება. 

როგორც სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა აღნიშნა, სტუდენტური ქალაქის პროექტზე მუშაობა აქტიურ ფაზაში გადადის და ახლო მომავალში სტუდენტურ კამპუსში 3000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ცხოვრებისა და დასვენებისთვის ყველა აუცილებელი პირობა შეიქმნება.

„შესაბამისად, პროექტში გათვალისწინებულია როგორც საერთო და ინდივიდუალური ოთახები, ასევე ცენტრალური და საერთო სამზარეულოები, რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, აუზები და მულტი-პროფილური გარე მოედნები. კამპუსს ეყოლება 24 საათიანი დაცვის და დასუფთავების სამსახურები.

მინისტრის თქმით, სტუდენტური ქალაქის მშენებლობისთვის ადგილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოყოფს. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 3000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლით და სტუდენტებისთვის საჭირო მრავალი სერვისით არა მხოლოდ თსუ-ს, სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებიც ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროექტზე გასულ წელს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა, რითიც რამდენიმე ინვესტორი უკვე დაინტერესდა. შესაბამისად, გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წარმოება 2019 წელს დაიწყებ“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^