საახალწლო ნაძვის ხისთვის ადგილის შეცვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური „ლიბერალთან" საუბარში უარყოფს.
9 ნოემბერს მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მერიისგან 5 ნოემბერს მიიღეს წერილი, რომლის თანახმად, მათ 7 ნოემბრიდან უნდა დატოვონ საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, რადგან შენობის წინ საახალწლო ნაძვისხე უნდა აეწყოს. წერილის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი არ დაუტოვებიათ.