დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, 22 ნოემბერს, 11:00 – 18:00 საათამდე ცენტრის ორგანიზებით, გრიპის საწინააღმდეგო ერთდღიანი უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს.
ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სურვილის შესაბამისად ჩაიტაროს გრიპის უფასო ვაქცინაცია.
ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია გაიმართება ქ.თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში:
· ქ. თბილისი - სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობა (მის: მ.ასათიანის ქ.N9)
· ქ.ბათუმი - ამცრელი კაბინეტის მქონე პოლიკლინიკები, კერძოდ:
1. შპს "საოჯახო მედიცინის ცენტრი" (მის: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ.N30)
2. შპს "ბათუმის N1 პოლიკლინიკა" (მის: ტბელ აბუსერიძის ქ.N2)
3. შპს "თამარის დასახლების სამედიცინო ცენტრი" (მის: ტბეთის ქ.N 4)
4. "ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი" (მის: ფრიდონ ხალვაშის VII შესახვევი ქ.N3)
5. "მე -4 პოლიკლინიკა" (მის: გალაქტიონ ტაბიძის ქ.N2)
6. "მახინჯაურის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი" (მის: თამარ მეფის მესამე შესახვევი ქ.N17)
· ქ.ქუთაისი - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ტერიტორია (მის: ოცხელის ქ.N2)
დავით სერგეენკო რისკჯგუფებს გრიპის საწინააღმდეგო აცრისკენ მოუწოდებს