Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააპელაციო სასამართლომ წარსულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფები უდანაშაულოდ ცნო

22 ნოემბერი, 2018 13:57

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ წარსულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფები უდანაშაულოდ ცნო.

საქმე ეხება 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით დამნაშავედ ცნეს.

პროკურატურამ ფოტორეპორტიორების გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წელს მიმართა.

პროკურორის თქმით, საქმეში გაჩნდა ახალი გარემოებები, რის გამოც პროკურატურა გამამართლებელი განაჩენების გამოტანას მოითხოვდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ საქმე 2016 წლის ივნისში გახსნა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი მსჯავრდებულია. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^