საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II გიორგობასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატებს გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომლებიც წირვას ესწრებოდნენ.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მე მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, მან არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ. თქვენთვის მოვამზადე წმინდა გიორგის ხატები და მინდა, რომ გადმოგცეთ,“ - განაცხადა პატრიარქმა.