Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სალომე ზურაბიშვილი - 52%, გრიგოლ ვაშაძე - 48% - „იმედის" დაკვეთილი კვლევა

23 ნოემბერი, 2018 16:07

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? - ტელეკომპანია „იმედმა“ წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევა „gallup international-ს" დაუკვეთა, საველე სამუშაოები კი კომპანია „ეი-სი-თიმ“ ჩაატარა.

ტელეკომპანიის ცნობით, ხმები ალოკაციის შედეგად ასე განაწილდა: სალომე ზურაბიშვილი - 52%, გრიგოლ ვაშაძე - 48%.

შეწონვისა და ალოკაციის გარეშე ხმები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი - 28%, გრიგოლ ვაშაძე - 26%; არ გადამიწყვეტია/არ ვიცი - 37%, არცერთს არ მივცემ ხმას/არ მივიღებ მონაწილეობას - 9%.

შეწონვის და ალოკაციის მეთოდოლოგია ასეთია, რომ მონაცემთა შეწონვა ხორციელდება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს შერჩევის წარმომადგენლობითობა მთელი საქართველოს მასშტაბით - სქესის, ასაკის და რეგიონის მიხედვით. ალოკაციისას გათვალისწინებული იქნა პირველი ტურის შედეგები. 

კვლევა 16-დან 18 ნოემბრის ჩათვლით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობდა 2400 საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. შერჩევის ცდომილებაა 2%.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^