Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაშაძე: დეკრიმინალიზაცია - ეს არის ის, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ

23 ნოემბერი, 2018 16:33

დეკრიმინალიზაცია - ეს არის ის, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გადაცემა „არჩევანში" განაცხადა. 

მისი თქმით, ადამიანის ნარკოტიკული თრობა და სისხლის სამართლის კოდექსი ერთმანეთისგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიმიჯნოს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა შეწყალების საკითხზეც:

„უამრავი ადამიანი, ნიჭიერი ახალგაზრდები, ხშირად შემოქმედები, რომლებიც ციხეებში იმყოფებიან შენახვა, შეძენა, მოხმარებაზე, უნდა იქნენ შეწყალებულები. ეს უპირობოდ", - აღნიშნა ვაშაძემ.

მისი თქმით, საქართველო, უნდა გაიზიაროს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება ნარკოპოლიტიკაში. 

„მინდა ვთქვა, რომ არაფერი არ გვიშლის ჩვენ ხელს, რომ წავიდეთ ცივილიზებული, ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ნარკოპოლიტიკის გზით, რომელთაც უკვე მრავალი წლის გამოცდილება აქვთ. ყველაზე უფრო [მეტად] მე მომწონს პორტუგალიური კანონმდებლობა, მაგრამ ეს საკამათო თემაა", - განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე დასძინა, რომ არასდროს დაუშვებენ მარიხუანის პლანტაციებს საქართველოში, „არ დაუშვებენ, რომ მთავრობა გადაიქცეს ნარკორეალიზატორად".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^