Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მე გავაგრძელებ ჩემს მოღვაწეობას, თქვენი ბულინგი ჩემზე არ მოქმედებს - Young Mic

23 ნოემბერი, 2018 19:54

„ბირჟა მაფიის“ წევრმა, რეპერმა Young Mic-მა (მიშკა მგალობლიშვილი) ხელისუფლების მხარდამჭერი კლიპი ჩაწერის შემდეგ Facebook-ზე ვიდეომიმათვა გაავრცელა, რომელშიც ის ამბობს, რომ ბოლო სიმღერის გამო მას ინტერნეტში აბულინგებენ. 

რეპერი ამბობს, რომ ეს მისი სამოქალაქო პოზიციაა და არ სურს სისასტიკის დაბრუნება ქვეყანაში. 

„დღეს არ წყდება პოლიტიკის საკითხი, დღეს წყდება საკითხი დაბრუნდება თუ არა ის დრო, როცა დაინერგა ცადებები, როცა განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს აწამებდნენ და ხოცავდნენ, ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება და ის ხალხი მე ვინც მაბულინგებს, ხელს უწყობს იმას, რომ დაბრუნდეს ის დრო, როცა ასეთ კომენტარებსაც კი შიშით ვერ დაწერდნენ. ჩემზე თქვენი ბულინგი არ მოქმედებს და მე გავაგრძელებ ჩემს მოღვაწეობას და პოზიციის გამოხატვას ჩემი შემოქმედებით“, - წერს მიშკა მგალობლიშვილი 


რომ ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 2017 წლის 7 ივნისს, კლიპის - „Tsl Shavi Zeda-ს" გამოქვეყნების შემდეგ დააკავეს.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედებოდათ, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაშინ რეპერმა სასამართლო პროცესზე შემდეგი ამბავი მოყვა:

„მე ვარ რეპერი, იანგ მაიკი. იანგ მაიკი არ არის პერსონაჟი, რომელსაც რამე შემხებლობა აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებთან, რეპი არის მუსიკალური მიმდინარეობა, ჩვენთვის საინტერესო გამოხატვის ეს ფორმა მე მოვიფიქრე, აქტუალურ თემაზე ჯგუფი „ბირჟა მაფია“.

ერთია ჯგუფის პერონაჟი იანგ მაიკი და მეორე მისი შემსრულებელი. ჩვენ ვმღერით კომედიურ ჟანრში, ქუჩურ პრობლემებზე, გადავწყვიტეთ ერთ-ერთი სიმღერით გაგვეშარჟებინა პოლიცია, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა აგრესია. ამის სრული უფლება მაქვს და მიმაჩნდა, რომ ეს იყო შარჟი. დიდხანს ქუჩის ბიჭების შარჟს ვაკეთებდი და მათი მხრიდან არ მოჰყოლია აგრესია. დავფარე პოლიციელი მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ პოლიციელებისგან მოდიოდა  საშიშროება, ვიფიქრეთ, რომ ეს საკმარისი, იყო.

არანაირი შეხება არ მაქვს პოლიციასთან. მეორე დღეს, 7 ივნისს წავედი „მაესტროში“, სამსახურში, გადაცემის პროდიუსერი ვარ, ზურაბ ნაყეურსაც ვესაუბრე, შემდეგ გადავედი „იმედში“ მეგობართან; ვსაუბრობდით, მერე დავემშვიდობე; ვაპირებდი რეპში შეჯიბრებისთვის მომზადებას და, როცა გამოვდიოდი „იმედიდან“ ჩემი მიმართულებით მოდიოდა ორი ანერვიულებული საშუალი ასაკის მამაკაცი, მკითხეს ვინაობა, ვუპასუხე და ნაშინვე დამიწყეს ხელების გადაგრეხვა და ჩამაგდეს მანქანაში, მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

შემდეგ მითხრეს რომ მოვიდოდა დეტექტივი, მოვიდა, ჩაჯდა წინ, შემაგინა, თავშიც ჩამარტყა, მერე თქვა რომ გავეჩხრიკე, დაიწყეს ჩემი ვხრეკა, ტელეფონი წამართვეს, ამომიღეს საფულე, სადაც მედო 60 თუ 40 ლარი, ბანკის ბარათი, და ჩიპი, უკან მედო ხელშეკრულება, ამოიღეს და ამოაყოლეს რაღაც ქაღალდი, დაკუჭული, გახსნეს და იქ რაღაც ფერადი შეფერილიბის ტაბლეტები იყო, ვუთხარი რომ ჩემი არ არის.  გადამიყვანეს კაპაზეში, მითხრეს რომ რაც ჩაიდე ამისთვის 200 არიანი ჯარიმა გეკისრება მაგრამ ვიღაც ძალიან გააღიზიანეო, გადამიყვანეს რაღაც ოთახში სადაც დამხვდნენ გინებით, რომ აი ვისაც არ უყვარს პოლიციელი.  არ მალავდნენ რომ ამ კლიპზე იყო საუბარი, მკითხეს შენ ხარ ავტორიო  და ვუთხარი რომ კი, შემეშალა. მეუბნებოდნენ რომ მეღიარებინა, რომ მეთქვა რომ ჩემი იყო ნარკოტიკი და მოხმარებისთვის მინდოდა." -

ჯგუფის წევრები, მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია ქუჩის მასშტაბური აქციის შემდეგ გაათავისუფლეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^