Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გორბის“ დირექტორი: სალომე ზურაბიშვილი ჩვენი კვლევით 52%-ზე მეტს მიიღებს

24 ნოემბერი, 2018 20:49

კვლევითი კომპანია „გორბის“ დირექტორის მერაბ ფაჩულიას თქმით, „გორბმა“ გუშინ დაასრულა კვლევა, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში 52%-ზე მეტს მიიღებს. ფაჩულიას თქმით, მისი კომპანიის ჩატარებული კვლევით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი იმაზე მეტ ხმას იღებს, ვიდრე „გელაპის“ მონაცემებით, სადაც ზურაბიშვილი ვაშაძეს 4%-ით ამარცხებს.

„ქართველი ხალხი ხმას აძლევს სტაბილურობას. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენ არ გვქონია 6 წელი, რომ ერთმანეთისთვის ან შემოჭრილი რუსებისთვის არ გვესროლა. ეს არის ის 6 წელი, თუმცა არა მგონია, რომ ამას კარგად აცნობიერებდეს თავად „ქართული ოცნებაც“. ამიტომ ხდება მუდმივად აპელირება იმ „9 წელზე“. სტაბილურობა ასოცირდება „ოცნებასთან“, მე ვიტყოდი, რომ რაც გააკეთა „გელაპმა“ 52% ზურაბიშვილის სასარგებლოდ და 48% - ვაშაძეს, არის ძალიან კონსერვატული“, - თქვა ფაჩულიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი აზრით, სალომე ზურაბიშვილის „მეტი წონა“ უნდა მიეცეს. ის იმარჯვებს იმაზე მეტი პროცენტით, ვიდრე ეს „გელაპის“ კვლევაშია წარმოდგენილი.

ფაჩულიამ არ დაასახელა წინასაარჩევნო კვლევის დამკვეთი. მისი თქმით, ეს არის ამერიკელი კლიენტი, რომლის ვინაობასაც კონტრაქტის პირობებიდან გამო ვერ იტყვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^