![](https://liberali.ge/uploads/470_470_911iiiii1.jpg)
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამინისტრო უახლოეს პერიოდში ქუჩური გარჩევების კრიმინალიზაციას გეგმავს. ზუგდიდში, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული“.
"მინდა სიახლე გამცნოთ, რომ უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.