დღეს, თემირლან მაჩალიკაშვილი 20 წლის გახდებოდა. ის, შარშან, 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის წინ დღეს საპროტესტო აქცია იმართება:
„თემირლან მაჩალიკაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებით ხელისუფლება და საგამოძიებო ორგანოები თვეებია მიზანმიმართულად აჭიანურებენ, არ იძიებენ ობიექტურად საქმეებს , აყალბებენ და არ სჯიან მკვლელებს. შვილმოკლული მამები თითქმის ერთი წელია დგანან რუსთაველის გამზირზე და ხელისუფლებისგან მოითხოვენ პასუხებს. მოითხოვენ სიმართლე და დამნაშავეთა დასჯა.
ამ ლეგიტიმურ მოთხოვნებს ხელისუფლება ცილისწამებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით პასუხობს ! მთელი თავისი რესურსი აამოქმედა და მთელი სახელმწიფო მანქანა ცდილობს მამების განეიტრალებას", - წერია აქციის ანონსში.