უკრაინის საზღვარო ძალების ინფორმაციით, ქერჩის სრუტეში რუსულმა მხარემ მათ გემებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ექვსი მეზღვაურია დაჭრილი.
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საგანგებოდ ჩანიშნა „თავდაცვის კაბინეტის" სხდომა.
“ბოლო განახლებების თანახმად, ორი პატარა საარტილერიო გემს 'Berdiansk' და 'Nikopol' მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა, მათ კურსი აქვთ დაკარგული. ბუქსირი 'Yany Kapu' ძალადობრივად შეაჩერეს. გემები რუსეთის ფედერაციის სპეც. რაზმის მიერ იქნა დაკავებული”, – იუწყება უკრაინის საზღვაო ძალების სამსახური.
აღნიშნულ ინციდენტს წინ უძღვის, 25 ნოემბერს, დილით მომხდარი შემთხვევა. უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსული გემი უკრაინულ ბუქსირს განგებ შეეჯახა და მისი რამდენიმე ნაწილი დააზიანა. რუსული მხარის ცნობით კი, უკრაინულმა მხარემ საზღვარი დაარღვია.