Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოროშენკო უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას დაეთანხმა

26 ნოემბერი, 2018 10:48

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მხარს უჭერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღებას.

“მე როგორც პრეზიდენტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მხარს ვუჭერ სამხედრო კომიტეტის გადაწყვეტილებას, უშიშროების საბჭოს სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანისა და საომარი მდგომარეობის შემოღებით უკრაინის პარლამენტისთვის მიმართვას”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

აღნიშნულ ინიციატივას მხარი უკრაინის პარლამენტმა უნდა დაუჭიროს, რომელიც საკითხის განსახილველად დღეს შეიკრიბება.

უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. შესაბამისი განკარგულება უკრაინის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა გასცა.

გარდა ამისა, სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი უკრაინის უშიშროების სამსახურის ძალები. გაძლიერებულია ზომები კონტრდაზვერვის კუთხით, რათა, უკრაინული მხარის ინფორმაციით, არ დაუშვან რუსეთის სპეცსამსახურების პროვოკაციები, რომლის მიზანია ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია. ასევე გაძლიერებული სამსახურის რეჟიმზეა გადასული უკრაინის ეროვნული პოლიცია.

უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების სამ გემს, ქერჩის სრუტესთან ახლოს რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა. ხომალდები კი დააკავა.

ოფიციალური რუსეთის სამი უკრაინელი მეზღვაური დაშავდა, კიევის ინფორმაციით კი – 6.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^