Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„NATO მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“ - ალიანსის წარმომადგენელი

26 ნოემბერი, 2018 11:43

NATO-ს წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ ქერჩის სრუტეში მომხდარ შემთხვევაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადება გაავრცელა. ლუნგესკუს განცხადებით, NATO ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას, მხარეებს მოუწოდებს ვითარების დეესკალაციისკენ და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს.

„NATO ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში. ჩვენ კავშირში ვართ უკრაინის ხელისუფლებასთან. მხარეებს მოვუწოდებთ ვითარების დეესკალაციისკენ. NATO მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის სანაოსნო უფლებებს მის ტერიტორიულ წყლებში“, - განაცხადა ლუნგესკუმ და მოუწოდა რუსეთს არ შეუზღუდოს უკრაინულ გემებს აზოვის ზღვაში მიმოსვლა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლის თქმით, წელს ბრიუსელის სამიტზე, NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უკრაინის მხარდაჭერა და მკაფიოდ დააფიქსირეს ალიანსის პოზიცია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მილიტარიზაცია საფრთხეს წარმოადგენს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის და ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას.

უკრაინის საზღვარო ძალების ინფორმაციით, ქერჩის სრუტეში რუსულმა მხარემ მათ გემებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ექვსი მეზღვაურია დაჭრილი. ამის გამო პრეზიდენტმა პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

გაეროს უშიშროების საბჭო კი დღეს უკრაინის საკითხზე საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაეროში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ დაწერა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^