Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ თბილისში, უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქციას გამართავს

26 ნოემბერი, 2018 15:06

დღეს, 19:00 საათზე სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ თბილისში, უკრაინის საელჩოსთან აქციას გამართავს. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიის დაგმობაა.

„25 ნოემბერს შავ ზღვაში უკრაინულ სასაზღვრო სამსახურის ხომალდებს რუსულმა სამხედრო გემებმა ცეცხლი გაუხსნეს. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, თავს დაესხა სუვერენულ ქვეყანას და შავი ზღვის რეგიონში შექმნა საომარი სიტუაცია.

დღეს, 19:00 სთ-ზე უკრაინის საელჩოსთან სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ მართავს უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ აქციას, რომელის მიზანია დაგმოს რუსული აგრესია და მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი რეაქცია მისცეს რუსეთის ამ ძალადობრივ ქმედებას.

ამ აქციით სამოქალაქო მოძრაობას სურს კიდევ ერთხელ დააფიქსიროს პოზიცია, რომ „რუსეთი ოკუპანტია“, - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მხარი დაუჭირა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას, მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ გემებს. საომარი მდგომარეობის გამოცხადებას უკრაინის რადა დღეს განიხილავს. დღესვე საგანგებოდ შეიკრიბება გაეროს უშიშროების საბჭო და უკრაინასთან ერთად მომხდარ შემთხვევას განიხილავს.

კვირას, 25 ნოემბერს უკრაინის სამი სამხედრო გემი რუსმა სამხედროებმა შეაჩერეს. უკრაინულმა ხომალდებმა მარიუპოლისკენ გზა განაგრძეს, მაგრამ რუსეთმა სრუტე ტანკერით გადაკეტა, რასაც ვითარების გამწვავება მოჰყვა.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა ორ პატარა საარტილერიო გემს Berdiansk-სა და Nikopol-ს ცეცხლი გაუხსნა და დააზიანა. ბუქსირ Yany Kapu-ს კი სპეციალურად შეეჯახნენ, რომ შეეჩერებინათ.

ქერჩის თავზე რუსული სამხედრო თვითმფრინავები Su-25-ები და Ka-52 ტიპის ვერტმფრენები გამოჩნდნენ. უკრაინული სამხედრო ხომალდები რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა (FSB) აიღო. დაიჭრა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^