Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუდიტი სასამართლოში „აკრძალული შემოწირულების" გამო ლაშა ცუცქირიძის დაჯარიმებას მოითხოვს

26 ნოემბერი, 2018 16:56

ლაშა ცუცქირიძის 10 000 ლარის შემოწირულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ აუდიტის სამსახურმა აკრძალულ შემოწირულებად მიიჩნია, რადგან, მათი განცხადებით, თანხის წარმომავლობა ვერ იქნა დასაბუთებული. ლაშა ცუცქირიძე „ნუ მომკლავ" აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

რას ნიშნავს „კაა“ - კუპრავას თანამებრძოლის განმარტება

ასევე, სამსახურმა აკრძალულ შემოწირულებად მიიჩნია ნიკოლოზ დალაქიშვილის  2 000 ლარის შემოწირულება „ევროპული საქართველოს“ სასარგებლოდ.

აუდიტის სამსახურის თქმით, მათ მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. შესაბამისი მასალები გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოთხოვნილია კანონით გათვალისწინებული ორმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრება.

-------

აუდიტის სამსახურმა ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული შემოწირულებების შესწავლის პროცესში შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია 576 ფიზიკურ პირზე გამოთხოვა.

შემოსავლების დასაბუთების მიზნით გასაუბრებაზე დამატებითი განმარტებებისთვის მოწვეულ იქნა 31, თუმცა გამოიკითხა 11 პირი. მოწვეული ფიზიკური პირების დიდი ნაწილის იურიდიული მისამართი (რომელიც რეგისტრირებულია სამოქალაქო რეესტრის ბაზებში) განსხვავდება ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართისგან, რაც ხელს უშლის აუდიტის სამსახურს შემოწირულებების შესახებ ინფორმაციის დროულად გადამოწმებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^