Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მდინარაძე: ყველაფერს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ გვაბრალებს, რეალურად თავად სჩადის

26 ნოემბერი, 2018 17:34

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო აქტიურად ირთვება „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული მანქანა“,- ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი შეფასებით, ოპოზიციურმა პარტიამ საზოგადოებისთვის კიდევ ერთი ტყუილის, ფარული ჩანაწერის შესაღება სცადა. მდინარაძის თქმით, ამ ტიპის ჩანაწერის შექმნა ნებისმიერი ორი პირის საუბრის ჩანაწერით შეუძლია „რუსთავი 2-სა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“.

„რუსთავი 2-ის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ვითომდა ფარულ ჩანაწერში საუბარია, თითქოს „ქართული ოცნების“ რეგისტრირებული ამომრჩევლისა და რეალურად მიღებულ ხმებს შორის 40 პროცენტიანი სხვაობა არსებობს და ამის აღმოსაფხვრელად ჩვენი გუნდი საარჩევნოდ გარკვეულ მანიპულაციებს გეგმავს. რა თქმა უნდა, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდი და მტკნარი სიცრუეა. მათი სქემის ნაწილია გურჯაანსა და რუსთავში, ვითომდა ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან დაკავშირებული ინციდენტები“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე. 

დეპუტატის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე მიდის, რათა როგორმე დააგროვოს „კომპრომატები“, თითქოს მათ წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორება ხდება. მდინარაძის თქმით, ყველაფერი, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „ნაციონალები“ „ქართულ ოცნებას“ აბრალებენ, ისინი თავად სჩადიან.

„ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ შკლიაროვისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, რომ სხვას დააბრალონ ის, რასაც თავად წლების განმავლობაში სჩადიოდნენ. ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუს რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა. დოკუმენტი, რომლითაც აღნიშნული ქმედების შესახებ ცნობილი ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი და დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებები უმკაცრეს რეაგირებას მოახდენენ აღნიშნულ ფაქტზე“,- აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^