Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სკოლებში გოგებაშვილის „დედა ენით“ სწავლებისთვის საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა

26 ნოემბერი, 2018 17:59

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მარიამ ჯაშისა და ზაზა გაბუნიას ინიციატივით „დედაენა“ კანონის დონეზე ხდება ხელშეუხებელი, - ამის შესახებ ინფორმაცია ზაზა გაბუნიამ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

როგორც „ლიბერალს“ პარლამენტში უთხრეს, კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია პარლამენტში. განხილვები მომდევნო კვირიდან დაიწყება.

პარლამენტში განმარტავენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ექსპერტთა საბჭოსთან ერთად „დედა ენას“ მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.

როგორც პარლამენტში განმარტავენ, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, „დედა ენა“, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული იყოს ყოველგვარი ცვლილებებისგან და სკოლის მოსწავლეები შეუფერხებლად სწავლობდნენ აღნიშნული წიგნით.

„საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, რაც, კონვენციის შესაბამისად, გულისხმობს ზომების მიღებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად - მათ შორის, მის იდენტიფიკაციას, დოკუმენტირებას, კვლევას, შენარჩუნებას, დაცვას, პოპულარიზაციას, მისი როლის ამაღლებას და მის გადაცემას უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით, აგრეთვე, ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინებას, რაც „დედაენა“ - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის შემთხვევაში, გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში“,- ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

„დედა ენა“ არის ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის გარშემოც ჯერ კიდევ 2018 წელს დავიწყეთ მუშაობა. ზაზა გაბუნია და მე პირადად ვიყავით ჩართულები „გოგებაშვილის საზოგადოებასთან“ კონსულტაციებში, თუმცა შარშან ეს გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ, რადგან გრიფირების პროცესი უკვე დაწყებული იყო და ვერ მივიღებდით ახალ მიმართულებას „დედა ენის“ ბეჭდვასა და გრიფირებასთან დაკავშირებით. დღეს უკვე მიღებულია გადაწყვეტილება განათლების და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ, რომ სამინისტროში შეიქმნას საბჭო, რომელიც შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით შეაჯამებს „დედა ენის“ იმ რედაქციას, რომელიც იქნება ერთი და დაიბეჭდება სამინისტროს ეგიდით მომავალი წლიდან.

ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ „დედა ენა“, თავისი პედაგოგიური უნიკალური მეთოდიკით დაუბრუნდეს სკოლას. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს სტანდარტული, გრიფირების პროცედურის მიღმა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და დიდი იმედი მაქვს, რომ „დედა ენა“ სკოლებში მომავალი წლიდან შევა“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა „ინტერპრესნიუსთან საუბრისას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^