სოფო ხალვაში, სავარაუდოდ, ბათუმის მერის მოადგილედ ინიშნება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი „ბათუმელები" და აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ბათუმის მერიაში „ლიბერალს" განუცხადეს, რომ უწყებაში ბრიფინგი 12 საათზე გაიმართება, მანამდე კი უწყება კომენტარს არ აკეთებს.
სოფო ხალვაში აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცენტრში მონაწილეობის შემდეგ ტელევიზიამ წამყვანთან კონტრაქტი შეწყვიტა. მიზეზი მაუწყებლის კოდექსის დარღვევა იყო.