ბათუმის მერიაში სოფო ხალვაშის დანიშვნის შესახებ ბრიფინგი გაიმართა. სოფო ხალვაში ჟურნალისტებს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ წარუდგინა.
„მოგეხსენებათ მერიის სტრუქტურაში რეორგანიზაციის შედეგად გვაქვს ერთი ვიცე-მერის და ორი მოადგილის პოზიცია. მერის მოადგილის ერთი პოზიცია იყო ვაკანტური. ქალბატონი ლელა ითავსებდა ჯანდაცვას, სოციალურ საკითხებს, განათლებას და კულტურას. დღეს მოხარული ვარ და წარმოგიდგენთ ამ პოსტზე სოფო ხალვაშს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა კულტურის სფეროში. არის შემოქმედებით და კრეატიული ადამიანი. სოფოს კულტურის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი კავშირები განსაკუთრებით საზღვარგარეთ იქნება სასიკეთო." - განაცხადა ბათუმის მერმა.
სოფო ხალვაში აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცენტრში მონაწილეობის შემდეგ ტელევიზიამ წამყვანთან კონტრაქტი შეწყვიტა. მიზეზი მაუწყებლის კოდექსის დარღვევა იყო.