
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების" აქტივისტებს მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციებს არ წამოეგონ.
„მინდა, მივმართო ჩვენს აქტივს, „ქართული ოცნების ჯარისკაცებს“: ისინი აქტიურად არიან არჩევნებში ჩართულნი. მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა" და მისი მედიასაშუალება აქვეყნებს ინფორმაციას, თითქოს კოორდინატორთა მიერ მხარდამჭერთა მობილიზებისთვის გადადგმული ნაბიჯები არის უკანონო, რაც აბსოლუტური სიცრუეა.
ნებისმიერ პარტიას, ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს აბსოლუტურად კანონიერად აქვს ასეთი სიები მოპოვებული. ამ სიებთან დაკავშირებით მათ შეუძლიათ, თავისუფლად იმოქმედონ, მათ შორის, აღრიცხონ ის ამომრჩევლები, რომლებიც, მათივე ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ და შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს უჭერენ მხარს. ამიტომ ამაში არაკანონიერი არაფერია და იმოქმედონ თავისუფლად, იმოქმედონ თამამად და ნუ წამოეგებიან პროვოკაციებს, რომლებიც ამ სიებთან არის დაკავშირებული", - აცხადებს მდინარაძე.