გურჯაანში შემოხაზული ბიულეტენების კაბინის გარეთ ღიად გამოტანისა და დამკვირვებლებისთვის ჩვენების გამო ორი საჩივარი დაიწერა. აღნიშნული ინფორმაცია „ძალა ერთობაშიას“ ვებგვერდზეა შესაბამის საჩივრებთან ერთადაა განთავსებული.
გურჯაანის #12 საარჩევნო უბანი
მსგავს შემთხვევაზე ყურადღებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც ამახვილებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 8 ფაქტი დაფიქსირდა - კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი თავისი გაკეთებული არჩევნის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ცალკეული ორგანიზაციების დამკვირვებლებს ან/და კომისიის წევრებს აძლევდა.