„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, დილიდან მასობრივად ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნებზე ორგანიზაციის დამკვირვებლების არშეშვების ფაქტები.
„საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები უარს იმ მიზეზით ამბობდნენ, რომ დამკვირვებლის მოწმობებს მოქმედების ვადად 20 ნოემბერი ჰქონდა მითითებული. როგორც ჩანს, თავმჯდომარეები არ იყვნენ ინფორმირებული ცესკო-ის იმ დადგენილების შესახებ, რომლითაც დამკვირვებლის მოწმობების ვადები გახანგრძლივდა. საოლქო საარჩევნო კომისიების ჩარევის შემდეგ ჩვენი დამკვირვებლები შეუშვეს უბნებზე“,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ასეთი პრობლემა შემდეგ 18 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა:
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94 საარჩევნო უბანი;
#10 გლდანის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანი;
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #43 და #37 საარჩევნო უბნები;
#11 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #15 და 21 საარჩევნო უბანი;
#8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანი;
#18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანი;
#5 ისნის საარჩევნო ოლქის #16 და #35 საარჩევნო უბნები;
#27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანი;
#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანი;
#26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანი;
#6 სამგორის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანი;
#32 ადიგენის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანი;
#9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #35 საარჩევნო უბანი;
#32 გორის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანი;
#8 ვაკის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანი.
გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, ტენდენციის სახით ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევა. ამ დროისთვის 11 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ კენჭისყრის კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდა ან კომისიის რომელიმე წევრს, ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და ან რომელიმე დამკვირვებელს. აღნიშნული დარღვევები დაფიქსირდა შემდეგ საარჩევნო უბნებზე:
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #4, 15, 45 და 49 საარჩევნო უბნები;
#40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანი;
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #83, 80 საარჩევნო უბანი;
#41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანი;
#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანი;
#63 აბაშის საარჩევნო ოლქის #3 და #7 საარჩევნო უბანი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს 350 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 45 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.