ცოტა არ იყოს, წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთაწმინდაზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
„ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდ განვითარებას და სტაბილურ ხვალინდელ დღეს. ცოტა არ იყოს, წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა. გაიჭიმა ეს ყველაფერი დროში და მოგვენატრა რეალური, ყოველდღიური მუშაობა. ხვალიდან ამასაც შევუდგებით“, - განაცხადა გახარიამ.