Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილი -55%, ვაშაძე 45% - „რუსთავი 2-ის“ ეგზიტპოლი

28 ნოემბერი, 2018 20:01

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-მა“ ეგზიტპოლის 17:00 საათისთვის არსებული მონაცემები გამოაცხადა. ეგზიტპოლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში  სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს 45% აქვს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს კი 55%.

ეგზიტპოლი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანია Edison Research-მა ჩაატარა.

მეორე ტურის ეგზიტპოლის გამოკითხვის დროა 2018  წლის 28 ნოემბერი. გამოკითხვის მეთოდი - პირდაპირი გამოკითხვა თვითადმინისტრირებული კითხვარით. შესაძლო ცდომილების ზღვარია +/–3 %.

ამავე კომპანიის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მეტწილად დაემთხვა საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს. ეგზიტპოლში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 40 % მიიღო. ასევე 40% მიიღო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.

ცესკო-ს საბოლოო შედეგებით არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი 37.74%.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^