„ამ ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგახიათ კონსტიტუცია". - ასე მიმართა მოქალაქეებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ამ არჩევნებს კავშირი არ აქვს კანონთან. ეს იყო ქურდული სამყაროს წარმომადგენლების არჩევნები, ეს იყო ძალადობა, მოსყიდვა, ფულის ღიად დარიგება, აქტივისტების დაჭრა. ყველაფერი ის, რაც არ არის დემოკრატია.
„ეს არ არის ლეგიტიმური არჩევნები, მე არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ეს არის მომენტი, როცა კრიმინალი შეერწყა ხელისუფლებას. საზოგადოებამ უნდა აიღოს კანონის დაცვა თავის ხელში.
მოვუწოდებს ხალხს, ვისაც სჯეროდა, რომ მოვაშორებთ ამ ოლიგარქს, ფაროსანას საქართველოს, ავიღოთ ქვეყნის დაცვა საკუთარ ხელში, დავიწყოთ ღია საპროტესტო აქციები. მოვითხოვოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებს და პოლიციას, დადგნენ ხალხის გვერდზე და არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს" - თქვა მიხეილ საკაშვილმა.
როგორც ყოფილი პრეზიდნეტი ამბობს, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება, ისინი გადადიან მასობრივ დაუმორჩილებლობაზე.