გაერთიანებული ოპოზიცია 29 ნოემბერს, 18 საათზე ფილარმონის დიდ საკონცერტო დარბაზში მხარდამჭერებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვკითხოთ აზრი ჩვენს მხარდამჭერებს, გავუზიაროთ მათ ჩვენი გეგმები, ამისთვის ხვალ საღამოს, 6 საათისთვის გვექნება შეხვედრა ფილარმონიაში,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დრომდე დათვლილია ხმების 80,35%. ამომრჩეველთა 59,7%-მა მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა, ხოლო 40,3%-მა - გრიგოლ ვაშაძეს.