Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სალომე ზურაბიშვილი მთიანი რეგიონების უმეტესობაში 70%-ზე მეტს იღებს

29 ნოემბერი, 2018 1:35

ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს თანდათანობით აქვეყნებს. ამჟამად დათვლილია ხმების 80%-მდე. მეორე ტურს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იგებს. მას დათვლილი ხმების - 60%-მდე აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი 40%-ზე მეტი.

ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საქართველოს მთიან რეგიონებში, სადაც საარჩევნო უბნების უმეტესობის შედეგები უკვე ცნობილია.

მესტიის საარჩევნო ოლქში 40 უბნიდან 40-ივე დათვლილია, საიდანაც სალომე ზურაბიშვილმა 76.55% აიღო, ვაშაძემ - 23.45%.

ლენტეხში სალომე ზურაბიშვილს 77.08% აქვს, გრიგოლ ვაშაძეს - 22.92%. აქაც 23 საარჩევნო უბნიდან ყველას შედეგი უკვე ცნობილია.

ამბროლაურის საარჩევნო ოლქში 37 საარჩევნო უბნიდან 30-ია დათვლილი. აქ სალომე ზურაბიშვილმა 69.4% აიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 30.6%.

ონში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს 68.8% აქვს, ვაშაძეს - 31.2%. 23 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 19.

დამაჯერებლად იგებს ზურაბიშვილი ყაზბეგშიც, სადაც 10 უბნიდან 7-ია დათვლილი. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს ხმების 77.65% აქვს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს - 22.35%.

დუშეთის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილს 69.77% აქვს, ვაშაძეს - 30.23%. 50 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 44.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^