Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერთპიროვნული გადაწყვეტილებები დამთავრდა - ვაშაძე სააკაშვილის მოსაზრებაზე

29 ნოემბერი, 2018 12:28

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით მიხეილ სააკშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის მისი პერსონალური მოსაზრება, რასაც ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიზიარებთ. განსხვავებული მოსაზრება გვაქვს ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ დღეს, 18:00 საათზე ფილარმონიაში დაგეგმილ შეხვედრაზე.

„დამთავრდა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და ახლა ზუსტად ის დროა, როცა გაერთიანებული ოპოზიცია და „ძალა ერთობაშია“ რეალურად აჩვენებს ​საკუთარ სახეს და ძალას. აქ არის 11 პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსით. ყველა წევრის მოსაზრებას გიზიარებთ ამ საკითხზე. თქვენ ვერც ერთ წევრს ვერ ნახავთ კოალიციაში, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გუშინ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის არ აღიარებს არჩევნების ამ შედეგებს და მოსახლეობას აქციებისკენ გამართვისკენ მოუწოდა. 

გუშინ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52% მიიღო. ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.42%. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^