უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. პოროშენკო ზურაბიშვილს საქართველოს დემოკრატიულ ევროპულ განვითარებასა და საზოგადოების კონსოლიდაციაში წარმატებას უსურვებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ერებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება გაგრძელება“, -წერს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
My congratulations to Salome Zurabishvili on her election as President of Georgia. I wish you, every success in ensuring Georgia’s democratic European development and consolidation of society. I’m convinced of the further deepening of strategic partnership between our two nations
— Петро Порошенко (@poroshenko) November 29, 2018
სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკატემაც მიულოცა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, 59,52 %-ით (1 147 627 ხმა) მმართველი გნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.